მალაიზია ამერიკას, კანადას, ავსტრალიას და ბრიტანეთს ნარჩენებს უკან უბრუნებს

მალაიზია 3300 ტონაზე მეტ გადაუმუშავებელ პოლიეთილენის ნარჩენებს მათი წარმოშობის ქვეყნებში მათ შორის აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოში გაგზავნის. გარემოს დაცვის სამინისტროს განმარტებით, ეს ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ მალაიზია არ გახდეს სანაგვე ქვეყანა მდიდარი ქვეყნებისთვის. გარემოს დაცვის მინისტრის იო ბი ინის განცხადებით, მაიალაიზიაში არაკანონიერი კონტრაბანდული გზით დაბინძურებული ნარჩენებით სავსე 60 კონტეინერი შევიდა, რომლებიც უკან წარმოშობის ქვეყნებში გაიგზავნება.

მინისტრის განმარტებით, მალაიზია და ბევრი სხვა განვითარებადი ქვეყანა ახალი სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ჩინეთმა პოლიეთილენის ნარჩენების იმპორტი აკრძალა.

„მალაიზია არ იქნება სანაგვე ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის... ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა გვაქვს, ამის გამო ბულინგის მსხვერპლნი არ უნდა გავხდეთ განვითარებული ქვეყნების მხრიდან“,- განაცხადა მინისტრმა.

კონტეინერები უკან აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოში ორი კვირის განმავლობაში გაიგზავნება.

გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, მხოლოდ ერთ კონკერტულ შემთხვევაში ბრიტანულმა გადამამუშავებელმა კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 55 ათას ტონაზე მეტი პოლიეთილენის ნარჩენების ექსპორტი განახორციელა მალაიზიაში, რომელიც 1000 კონტეინერში იყო მოთავსებული.

მიმდინარე თვეს მალაიზიამ 5 კონტეინერი ნარჩენები უკან ესპანეთსაც დაუბრუნა და ქვეყნის მასშტაბით 150 არალეგალურად მომუშავე გადამამუშავებელი ქარხანა დახურა.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა