Top-5 ქალაქი, სადაც რომანტიკული პაემანი ყველაზე ძვირი დაგიჯდებათ - Deutsche Bank-ის რეიტინგი

Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა შეისწავლეს, თუ რა დაუჯდებათ ადამიანებს ერთი რომანტიკული პაემანი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

ექსპერიმენტს საფუძვლად დაედო რომანტიკული საღამოს სტანდარტული სქემა - კინო, ვახშამი, სასმელები და ტაქსი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-5 ქალაქს, სადაც რომანტიკული პაემანი ყველაზე ძვირი დაგიჯდებათ:

  • 1. ციურიხი (შვეიცარია) - 200 დოლარი
  • 2. ოსლო (ნორვეგია) - 164 დოლარი
  • 3. კოპენჰაგენი (დანია) - 158 დოლარი
  • 4. ჰელსინკი (ფინეთი) - 151 დოლარი
  • 5. ტოკიო (იაპონია) - 148 დოლარი