აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო მოძრაობა გართულებულია. მარშალ გელოვანის გამზირიდან აღმაშენებლის ხეივნამდე საცობი, სავარაუდოდ, დიღომი-გლდანის დამაკავშირებელი ხიდის გადაკეტვამ გამოიწვია.
შსს-ს ინფორმაციით, დიღომი-გლდანის დამაკავშირებელი ხიდი უხვი ნალექის გამო გადაკეტილია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამაშველო ბრიგადები, უხვ ნალექთან დაკავშირებით ყველა პრობლემურ რაიონში გასულები არიან.