ესპანური სამეფო კლუბი „მადრიდის რეალი“ ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული კლუბი გახდა. ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG-ის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, „რეალი“ შეფასებულია 3,224 მილიარდ ევროდ. მასში ასევე აღნიშნულია, რომ „რეალი“ ყველაზე ძვირად ღირებულ კლუბად 2016-2019 წლებში მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით გახდა, რა პერიოდშიც მან ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამის კიდევ ერთი ფაქტორი კი გახდა კლუბის მიერ მოზიდული შემოსავლები რეკლამიდან და სხვა საოპერაციო შემოსავლებიდან.
რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა „მანჩესტერ იუნაიტედი“ - 3,207 მლრდ, მესამე ადგილზე კი „ბავარია“ 2,686 მლრდ, ევროთი. შემდეგ პოზიციებს იკავებენ: „ბარსელონა“ - 2,676 მლრდ, „მანჩესტერ სიტი“ - 2,460 მლრდ, „ჩელსი“ - 2,227 მლრდ, „ლივერპული“ - 2,095 მლრდ, „არსენალი“ - 2,009 მლრდ, „ტოტენჰემი“ - 1,679 მლრდ და მეათზე ერთადერთი იტალიური კლუბი ათეულში „იუვენტუსი“ - 1,548 მლრდ ვეროს ღირებულებით.