"ბანკის ვალი მაქვს შესატანი, სამასი ლარი გადმომირიცხეო" - ყალბი "ფეისბუქით" მითვისებული თანხები და რეკომენდაციები, თაღლითებისგან დასაცავად

ბოლო პე­რი­ოდ­ში ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თო­ბა სულ უფრო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შუ­ლი გახ­და. კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის სხვა­დას­ხვა ფორ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, თაღ­ლი­თე­ბი სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბას ახერ­ხე­ბენ. კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მას­თან უნე­ბარ­თვო წვდო­მა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მი­სა და მო­ნა­ცე­მის უნე­ბარ­თვოდ გა­მო­ყე­ნე­ბა, ე.წ. სპა­მის მე­თო­დე­ბი და სხვა­დას­ხვა მავ­ნე პროგ­რა­მე­ბის აქ­ტი­ვა­ცია - ყვე­ლა­ზე ხში­რად ეს ჰა­კე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი გვხვდე­ბა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­ზეც სტა­ტი­ა­ში გი­ამ­ბობთ "ფე­ის­ბუქ-თაღ­ლი­თო­ბაა".

კი­ბერ­დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი თა­ვად­პირ­ვე­ლად ქმნი­ან ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის ყალბ "ფე­ის­ბუქ-გვერდს", მისი "ფე­ის­ბუქ" პრო­ფა­ი­ლის სრულ ანა­ლოგს, შემ­დეგ მე­გობ­რებ­ში ამა­ტე­ბენ პო­ტენ­ცი­უ­რი "მსხვერ­პლის" ფე­ის­ბუქ-მე­გობ­რებს და ფუ­ლის სეს­ხე­ბას სთხო­ვენ. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში თაღ­ლი­თე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლით მის მე­გობ­რებს სხვა­დას­ხვა ან­გა­რიშ­ზე თან­ხას არი­ცხი­ნე­ბენ.

ერთ-ერთი ასე­თი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი სა­კუ­თარ ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა:

"გუ­შინ ჩემი "ფე­ის­ბუ­ქის" ანა­ლო­გი შექ­მნი­ლა. მე­გობ­რებ­ში და­უ­მა­ტე­ბია ჩემი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი და ფული უთხო­ვია. იმა­თაც იმი­ტომ და­უ­დას­ტუ­რეს მე­გობ­რო­ბის თხოვ­ნა, რომ იფიქ­რეს ახა­ლი გვერ­დი გა­ვა­კე­თე. იყო რამ­დენ­ჯერ­მე ასე­თი შემ­თხვე­ვა, პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ჩემს "ფე­ის­ბუქ-გვერდს" და ახ­ლის გა­კე­თე­ბა მო­მი­წია. ჩემი სა­ხე­ლით წერ­და მე­გობ­რებს და ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს, რომ ბან­კის ვალი მაქვს სას­წრა­ფოდ შე­სა­ტა­ნი, სა­მა­სი ლარი გად­მო­მი­რი­ცხე და რამ­დნე­ი­მე სა­ათ­ში და­გიბ­რუ­ნე­ბო. თან მი­უ­თი­თა კრის­ტალ­ბე­თის ან­გა­რი­ში. ვმუ­შა­ობ­დი და "ფე­ის­ბუქ­ში" ხში­რად შეს­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, ამა­სო­ბა­ში იმ თაღ­ლით­მა მო­ა­ხერ­ხა და ჩემს რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს თან­ხა ჩა­ა­რი­ცხი­ნა", - გვიყ­ვე­ბა რეს­პო­დენ­ტი, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რო­ბა ისურ­ვა.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლი­თაც მე­გობ­რებს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი სა­ხე­ლით კი­ბერ­დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ბო­რო­ტად სარ­გებ­ლობ­დნენ და თან­ხა არა­ვის­თვის ჩა­ე­რი­ცხათ. სტა­ტუს­ზე არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა და­წე­რა კო­მენ­ტა­რი, თუ რო­გორ გახ­და ინ­ტერ­ნეტ-თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი.

"200 ლარ­ში გა­დავ­ვარ­დი. ორი თვის უკან, ამე­რი­კა­ში მყავს ძმა­კა­ცი, იმის სა­ხე­ლით მომ­წე­რა ცოლ-შვი­ლი აქ ჰყავს და მე­გო­ნა იმათ სჭირ­დე­ბო­დათ, ერთი დღით მთხო­ვა" იხილეთ გაგრძელება