2019 წლის  4 თვეში ფოლადის მსოფლიო წარმოება 4,8%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-აპრილში ფოლადის წარმოებამ 599,857 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,8%-ით მეტია. ამის შესახებ World Steel Association (WSA) წერს.

ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით შემდეგ სურათია:

ევროკავშირის ქვეყნებში ფოლადის წარმოება 2,1%-ით 56,647 მილიონ ტონამდე შემცირდა.

რუსეთში ფოლადის წარმოებამ 22,41 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 6,1%-ით ნაკლებია, ხოლო უკრაინაში გაიზარდა 6,6%-ით 7,444 მილიონ ტონამდე.

აზიის ქვეყნებში კი წარმოება გაიზარდა 7,3%-ით 424,029 მილიონ ტონამდე.

ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოება 3,4%-ით გაიზარდა და 40,707 მილიონი ტონა შეადგინა. სამხრეთ ამერიკაში კი შემცირდა 3,8%-ით 14,139 მილიონ ტონამდე.

აფრიკაში 5,19 მილიონი ფოლადი აწარმოეს(+9,5%), ახლო აღმოსავლეთში 12,177 მილიონი ტონა (+6,6%), ავსტრალიასა და ოკეანეთში კი 1,969 მილიონი ტონა (-7%).

ცნობისათვის, 2018 წელს ფოლადის საერთო წარმოებამ მსოფლიოში 1,809 მილიარდი ტონა შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 4,6%-ით მეტი იყო.

კოკა კვირკველია