ბორჯომში, გორგასალის #3-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქცია დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შენობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მის პირვანდელ სახეს სრულად დაიბრუნებს.
პროექტის ფარგლებში აღდგება გარე ფასადი, შესასვლელი ლითონის კარები, კიბეები, მოაჯირები და ლითონის ღობე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის შიდა ნაწილსაც. კეთილმოეწყობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაც.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ, "საბინაო ამხანაგობის" ფარგლებში დაფინანსდა. სარესტავრაციო სამუშაოები 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.