მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, კომპანია „ამაზონის“ ხელმძღვანელის ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკენზი ბეზოსი აპირებს, მისი ქონების ნახევარი ქველმოქმედებას მოახმაროს.
მაკენზი ბეზოსი ქონება ამ დროისთვის 37 მილიარდ დოლარს შეადგენს, - წერს „ბლუმბერგი“.
„მე ძალიან დიდი რაოდენობის ფული დამიგროვდა, რომელიც შემიძლია გავუზიარო სხვებსაც“, - აცხადებს მაკენზი ბეზოსი.
აღნიშნული განცხადება მაკენზი ბეზოსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ფილანტროპულ კამპანიას The Giving Pledge შეუერთდა. როგორც ცნობილია, ეს კამპანია 2010 წელს უორენ ბაფეტმა ამერიკის 170 უმდიდრეს ადამიანთან ერთად, მათ შორის, ბილ გეიტსთან და მარკ ცუკერბერგთან ერთად დაიწყო. კამპანიის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შეძლებულმა ადამიანებმა მათი ქონების 50% ქველმოქმედებას უნდა მოახმარონ. ამ დროისთვის კამპანიაში მსოფლიოს 23 ქვეყნიდან 204 ადამიანი მონაწილეობს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 9 იანვარს ჯეფ ბეზოსმა და მისმა მეუღლემ განქორწინების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს. ქორწინებაში 25-წლიანი ერთად თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა 4 აპრილს განქორწინების პროცესი ოფიციალურად დაასრულეს. შედეგად კომპანია ამაზონის 75%, ასევე წილიThe Washington Post-ში და Blue Origin-ში დარჩა ჯეფ ბეზოსს. მაკენზის კი კომპანიის დანარჩენი 25%, რაც დღევანდელი მონაცემებით 35 მილიარდი დოლარი ღირს. შედეგად კი მაკენზი ბეზოსი გახდა ლამის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი პლანეტაზე.