სინგაპურმა პირველი ადგილი დაიკავა 2019 წელს მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყნების რეიტინგში. აღნიშნული რეიტინგი შედგენილია International Institute for Management Development-ის ექსპერტების მიერ.
როგორც განცხადებაში წერია, სინგაპურის რეიტინგის სათავეში მოქცევა განპირობებულია ამ ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნით და კვალიფიციური კადრების თავმოყრით. რეიტინგის მეორე ადგილზე აღმოჩნდა ჰონგ-კონგი, რომელსაც საკეთილდღეო საგადასახადო პოლტიკამ შეუწყო ხელი. მესამე ადგილზეა აშშ, რომელიც 2018 წლის რეიტიგნში ლიდერი იყო. ამერიკის კონკურენტუნარიანობაზე ნეგატიური გავლენა იქონია ნავთობზე მაღალმა ფასებმა, ასევე მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტის შემცირებამ და არასტაბილურმა დოლარის კურსმა. ხუთეულში მოხვდნენ შვეიცარია და გაერთიანებული არაბეთის საემიროები.
რეიტინგში სულ 63 ქვეყანაა და მათ შორის არ არის საქართველო.