Huawei-მ ვაშინგტონის გადაწყვეტილება ამერიკის სასამართლოში გაასაჩივრა

ჩინურმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ Huawei აშშ-ის ხელისუფლების წინააღმდეგ ტეხასის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.კომპანია ითხოვს, რომ სასამართლომ ამერიკის ხელისუფლების ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Huawei „შავ სიაში“ მოხვდა, არაკონსტიტუციურად ცნოს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, Huawei-იმ სარჩელი შეიატანა სამშაბათს და მოითხოვს საქმის გამარტვივებული წესით განხილვას.

სარჩელის თანახმად, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ სდებს ბრალს კომპანიას და მთელ რიგ შეზღუდვებს უწესებს მას, რაც არაკანონიერია და უზღუდავს კომპანიას მის საჯარო უფლებებს, მათ შორის სასამართლო განხილვებასაც კი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციას.

შეგახსენებთ, 15 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ამოქმედდა საგანგებო მდგომარეობა შტატებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით უცხოური საფრთხეებისგან. მოგვიანებით კი, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ჩინური კომპანია Huawei და მასთან დაკავშირებული იურიდიული პირები შეიყვანოს „შავ სიაში“ ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველობის საბაბით. ეს გადაწყვეტილება ძალაში 17 მაისს შევიდა.

კოკა კვირკველია