1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7997 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7997 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7876 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0121 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1236 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1182 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0054 ლარი შეადგინა.