„კონსორციუმისა და ინვესტორებისთვის ინფორმაცია ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ შოკისმომგვრელია"

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ინფორმაცია ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ შოკისმომგვრელია.

ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა“, - აღნიშნულია კონსორციუმის განცხადებაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით.

„დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ) „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“- ნათქვამია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ანაკლიის კონსორციუმი“ ინფორმაციაზე, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გაიცა - თუ მთავრობის მხრიდან ამას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პორტი შეჩერების პირასაა!