„ბილაინი“ მომხმარებელს NBA-ს საერთაშორისო ლიგის აბონიმენტზე წვდომას სთავაზობს

„ბილაინი“, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი, მომხმარებელს სთავაზობს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) საერთაშორისო ლიგის აბონიმენტზე წვდომას, რაც გულისხმობს NBA -ს ნებისმიერი თამაშის ყურების შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს.

როგორც „ინტერპერესნიუსს“ „ბილაინიდან“ აცნობეს, საერთაშორისო ლიგის აბონიმენტის მფლობელს შესაძლებლობა აქვს NBA -ს თამაშებს მაღალი, მათ შორის HD ხარისხით უყუროს, მიიღოს შედეგები რეალურ დროში, უყუროს თამაშებს, როგორც კომპიუტერის, ისე მობილურის მეშვეობით, მათ შორის ნახოს ყველა საკვალიფიკაციო და ფინალური მატჩი, ასევე All Star თამაში. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს წლიური, ერთი თვის, ერთი თამაშის ან 10 წუთის ხანგრძლივობის აბონიმენტი. წლიური აბონიმენტის შემთხვევაში, მომხმარებელს წვდომა აქვს თამაშის ანალიტიკასა და დოკუმენტალურ მასალაზე და ერთდროულად რამდენიმე თამაშის ყურება შეუძლია. გარკვეულ დროს, აბონიმენტის შეძენა სპეციალურ ფასადაა შესაძლებელი, რასაც „ბილაინის“ მომხმარებელი აუცილებლად შეიტყობს. დღეს, 30 მაისს NBA -ს ფინალური მატჩები იწყება და ხსენებული აბონიმენტის შეძენა მომხმარებელს 30%-იანი ფასდაკლებით შეუძლია.

მათივე ინფორმაციით, „ბილაინი“ მომავალშიც გეგმავს მსგავსი პროდუქტების წარდგენას იმისთვის, რომ მის მომხმარებელს ყოველთვის ქონდეს ინფორმაცია და წვდომა მსოფლიოში წამყვან ინტერნეტ რესურსებსა და აპლიკაციებზე.