მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისის მერიამ ერთი თვის განმავლობაში დაზოგა 2 260 კუბური მეტრი სასმელი წყალი და 9 700 ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული სხვაობა განპირობებულია სასმელი წყლის სოკოებზე სპეციალური ჩამკეტი ონკანების დამონტაჟებით.
ამასთან დაკავშირებით დავალება შპს "ეკოსერვის ჯგუფმა" თბილისის მერისგან ერთი წლის წინ მიიღო. ამის შემდეგ სპეციალური ჩამკეტები 60 სოკოზე დამონტაჟდა.