ვინ არის გრიგოლ კაკაურიძე, რომელმაც ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის წინასწარ ნებართვას ხელი მოაწერა

ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომელიც გუშინ ფოთის მერიამ და APM-Terminal-მა დააანონსა, აღარ განხორციელდება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ეკონომიკის მინისტრმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 2 მაისი #77-04 ბრძანება, რომელიც სწორედ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის წინასწარ ნებართვას ეხება, გააუქმა. მეტიც, ნათია თურნავამ ამ დოკუმენტის გამო, სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გრიგოლ კაკაურიძე

გრიგოლ კაკაურიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2005 წლიდან მუშაობს. ის 2007 წლამდე სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის სალიცენზიო და სანებართვო სამმართველოს უფროსი იყო. 2007-2011 წლებში ამავე სამინისტროს ურბანიზაციისა დამშენებლობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2011-2012 სსდ ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფროსი იყო.

კაკურიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად 2012 წელს დაინიშნა და დღემდე სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ის სპეციალობით მშენებელ-ინჟინერია.

მამუკა ხაზარაძე - ფოთის პორტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც ანაკლიას აკისრია
„ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებულ დოკუმენტს ეკონომიკის მინისტრი აწერეს ხელს, ტექნიკური ხარვეზი იყო"
„არ გამოვრიცხავ, ნეპოტიზმის, კორუფციული გარიგების მომენტი იყოს - ძალიან აირია სიტუაცია"