კახეთის მიმართ ინვესტორთა ინტერესი არის ძალიან დიდი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა წინანდალში გამართულ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ფორუმზე გამოიკვეთა ის მიმართულებები, რაშიც დაინტერესება გამოხატეს მოწვეულმა ინვესტორებმა.
„,ფორუმზე ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ყველა ის მიმართულება, რომელიც კახეთის ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი და აქტუალური, მათ შორის სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა. უნდა ითქვას, რომ გზავნილები იყო ძალიან მკაფიო, ინვესტორთა ინტერესი არის ძალიან დიდი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კონფერენცია, ეს ფორუმი ხელს შეუწყობს კახეთის ეკონომიკურ განვითარებას. საინტერესო თემები იყო, მათ შორის ეხებოდა აეროპორტის განვითარებას, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.