ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მუხურაში მცხოვრები მეფუტკრე გიორგი კირკიტაძე, რომელსაც 100 ოჯახი ფუტკრის სკა გაუნადგურდა, დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.
როგორც კირკიტაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ფუტკრის დახოცვა იმ უბანში, სადაც სკები იყო განთავსებული, ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარის გაშვებამ გამოიწვია, რაშიც შესაბამის სამსახურს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მისი თქმით, შეწამვლის დაწყებამდე მისი ოჯახი არ გააფრთხილეს, რის გამოც დაახლოვბით 50 ათას ლარამდე ზარალი მიადგა.
მეფუტკრე ზარალის ანაზღაურებას და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან შეხვედრას ითხოვს.