„საქსტატის“ მიერ წარმოებული სტატისტიკა ხშირად ხდება პოლიტიკური მანიპულირების იარაღი"

„საქსტატის“ მიერ წარმოებული სტატისტიკა ხშირად ხდება პოლიტიკური მანიპულირების იარაღი. ჩვენი ამოცანაა შევქმნათ უფრო ღია სისტემა,რომელიც გაამყარებს რწმენას, რომ სტატისტიკა არის ობიექტური, სანდო, რაც მთავარია, პოლიტიკური და დაინტერესებული პირების გავლენისგან დამოუკიდებელი,-ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ანგარიში წარადგინა.

გოგიტა თოდრაძემ „საქსტატის“ გეგმებსა და განვითარებაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები და გეგმები, რაც სცდება 2019 წლის საზღვრებს. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს მუდმივ განვითარებას და გაუმჯობესებას. ალბათ, დამეთანხმებით „საქსტატი“ ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, ხოლო ჩვენს მიერ წარმოებული სტატისტიკა პოლიტიკური მანიპულირების იარაღი. აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანაა მომხმარებლებთან აქტიური დიალოგით და მათთან უფრო მეტი კომუნიკაციით, შევქმნათ სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, ანალიზის და გავრცელების უფრო ქმედითი, ღია, ტრანსფარენტული სისტემა, რომელიც სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებში გაამყარებს რწმენას, რომ ჩვენს მიერ წარმოებული სტატისტიკა არის ობიექტური, სანდო რაც მთავარია პოლიტიკური და დაინტერესებული პირების გავლენისგან დამოუკიდებელი“,- განაცხადა თოდრაძემ.