აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანმა გაერთიანებული არაბეთის საემიროების წყლებში ოთხ ტანკერზე თავდასხმა იმის გამო განახორციელა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა გამოეწვია. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ წერს.
შეგახსენებთ, 12 მაისს გაერთიანებული არაბეთის საემიროების საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ტერიტორიულ წყლებში მდგარი ოთხი ნავთობ-ტანკერი საბოტაჟის ობიექტი გახდა. შეტევის ობიექტები გახდნენ ტანკერები „ამდჯადი“ და „ალ მარზუკა“, რომლებიც საუდის არაბეთის კომპანიას „ბახრის“ ეკუთვნოდა, ასევე ნორვეგიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერები Andrea Victory და საემიროებში რეგისტრირებული ტანკერი A. Michel. 24 მაისს პენტაგონმა განაცხადა, რომ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტანკერებზე თავდასხმაში მონაწილეობდა ირანი. თავად ირანმა ეს ფაქტი უარყო.