კომპანია Facebook-ის ცალკეულმა აქციონერებმა მარკ ცუკერბერგის კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გადაყენება ვერ მოახერხეს.გარდა ამისა, კომპანიის აქციონერების ყოველწლიურ შეკრებაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, ხმების უკმარისობის შედეგად კიდევ ექვსი საკითხი ჩავარდა.
ცუკერბერგის დირექტორთა საბჭოს ხელძღვანელობიდან გადაყენების ინიციატორი იყო კომპანია NorthStar Asset Management-ის ხელმძღვანელი ჯული გუდრიჯი. მან აღნიშნული ინიციატივა უკვე მეხუთედ გაიტანა წლიურ შეხვედრაზე.
გადაყენების მიზეზად გუდრიჯი იმ რამდენიმე გარემოებას ასახელებს, რომლებმაც კომპანია და მისი ხელმძღვანელი ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ აღმოაჩინეს არასახარბიელო მდგომარეობაში. თუმცა მან ვერ შეძლო საჭირო ხმების მოგვროვება და გადაყენების ნაცვლად მარკ ცუკერბერგი კიდევ ერთხელ აირჩიეს კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელად.