პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მივიდა. ნათია თურნავა ინტერპელაციის წესით დაბარებულ პრემიერ-მინისტრის გამოსვლას დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.
ფრაქცია ყურადღებას საბანკო რეგულაციებზე, საპენსიო რეფორმაზე, „თიბისი ბანკის“ საქმეზე, 2012-2018 წლებში მთავრობის მიერ გახარჯულ ბიუროკრატიულ ხარჯებზე და „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე“ გაამახვილებს.