ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს საბანკო სანქციები მოეხსნებათ და ჯარიმები ჩამოეწერებათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "ჯორჯიან მანგანეზიდან" აცნობეს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, "ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯმენტის ინიციატივით, მაღაროელებს, რომლებსაც ჭიათურაში გაფიცვის პერიოდში გაცდენილი სამუშაო დღეებისთვის დაგვიანებული ხელფასის გამო საბანკო სანქციები და ჯარიმები დაეკისრათ, ჩამოეწერებათ.
„ჯორჯიან მანგანეზმა" შეთანხმებას „თიბისი" ბანკთან უკვე მიაღწია. ამ დროისთვის მოლაპარაკებები „საქართველოს ბანკის" წარმომადგენლებთან მიმდინარეობს,“- აცხადებენ "ჯორჯიან მანგანეზში".
შეგახსენებთ, რომ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს" შორის შეთანხმების საფუძველზე, კომპანიაში დასაქმებულ პირებს გაფიცვის პერიოდში გაცდენილი დღეები სრულად აუნაზღაურდებათ.