30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში „ექსპო ჯორჯიას“ მე-6, საბავშვო პავილიონში თიბისი პატარა მკითხველებს მასპინძლობს.
მათ საშუალება აქვთ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვივნონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ თიბისის კუთხეს.
1-ელ ივნისს კი თიბისი ახალ თაობას მე-6 პავილიონში სპეციალური საბავშვო და შემეცნებითი პროგრამით დახვდება:
· 11:00-12:00 - მასტერკლასი: რუბიკის კუბის აწყობა გინესის რეკორდსმენ ვაკო მარჩილაშვილთან ერთად.
· 12:00-13:00 - ლიტერატორობანა - ინდივიდუალური თამაში.
· 13:00-14:00 - სამაგიდო თამაში „ჩაიფიქრე“
· 14:00-15:00 - ფინეთი - ფესტივალის ფოკუს ქვეყანა. დისკუსია: ილუსტრაციების მნიშვნელობა საბავშვო წიგნებში - ლინდა ბონდესტამი და თათია ნადარეიშვილი.
· 15:00-16:00 - შემოქმედებითი სესია: ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე - როგორ შევქმნათ საბავშვო ილუსტრაცია?
· 16:00-16:45 - ელფის გამომცემლობის საბავშვო ავტორების შეხვედრა მკითხველებთან, ვიქტორინა და წიგნებით დაჯილდოება.
· 17:00-18:00 - ვორკშოპი: კალიგრაფიის დრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან მოწვეულ კალიგრაფებთან ერთად.
· 18:00-19:00 - თამაში „100 წელი“ - თიბისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თამაში.
წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი „ექსპო ჯორჯიაში“ 30 მაისს გაიხსნა და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მე-11 პავილიონში წიგნის მოყვარულებისთვის სრულად არის წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. მე-6 პავილიონი კი პატარა მკითხველებს ეთმობათ. წელს ფესტივალს სულ 70-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.
(R)