თუკი საპენსიო ფონდში ჩვენს მოქალაქეებს ფულს ლარში აგროვებინებთ, თქვენ ამ ფულებს სხვა ვალუტაში რატომ ინახავთ?“ - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პრემიერ-მინისტრს მიმართა, სადაც მისი ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს.
კახიძემ ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მაგალითიც მოიყვანა, რომელიც სხდომათა დარბაზში იჯდა. ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანი ფულს დოლარსა და ევროში ინახავს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრემიერს მოუწოდა, აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს.
„რატომ არის ეს თანხები განთავსებული ეროვნულ ვალუტაში? რატომ არ აბანდებთ ამ დანაზოგებს დოლარში, ევროში? თუნდაც გაუფასურებული ლარის გამო. აქვე გვესწრება ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომელიც საპენსიო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც არის. ბატონო ივანე, თქვენი დეკლარაციის მიხედვით, თანხებს ინახავთ დოლარსა და ევროში. რატომ არ აკონვერტირებთ ამ თანხას ლარში? ჩვენს მოქალაქეებს თუ ლარში აგროვებინებთ, თქვენ ამ ფულს სხვა ვალუტაში რატომ ინახავთ? ბატონო მამუკა, ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და იქნებ გაარკვიოთ ეს საკითხი. ჩვენს მოქალაქეებს რატომ ავალებთ, თავიანთი ფული შეინახონ ლარში, რომელიც დღიდან დღემდე უფასურდება და პიკზეა ახლა?!“ -მიმართა კახიძემ პრემიერ ბახტაძეს.