ტყავთან წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ HP ხის კორპუსიანი - Envy Wood ლეპტოპების სერიას აანონსებს.
მოდელები - HP Envy 13, Envy 17, Envy x360 13, და Envy x360 15 აღიჭურვება თხილის ხის მასალისგან.
კომპანიაში ამბობენ, რომ ხის სტრუქტურა ყოველ ლეპტოპზე ინდივიდუალური იქნება.
ხის კომპონენტის გარდა, ეს ლეპტოპები მათი მეტალის წინამორბედების იდენტურები არიან, დამატებით Intel Core-ს შემდეგი თაობის პროცესორების და მეოთრე თაობის AMD Ryzen ჩიპების მხარდაჭერით.
ლეპტოპების გაყიდვაში გამოშვება შემოდგომაზე იგეგმება, - წერს „F1-კომპიუტერული სერვისი“.