კასპიის ენერგეტიკის ფორუმი თბილისი-2019-ის თემა და პროგრამა შეცვლილია

„კასპიის მე-8 საერთაშორისო ენერგეტიკის ფორუმი თბილისი-2019, რომელიც ჩანიშნულია 21 ივნისისათვის, ყურადღებას გაამახვილებს აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში“, - განაცხადა თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და კასპიის ევროპული კლუბის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, თელმან ალიევმა.

კომპანია Caspian Energy Georgia არის კასპიის ენერგეტიკის ფორუმი თბილისი-2019-ს ორგანიზატორი. ღონისძიების სპონსორია „პაშა ბანკი საქართველო“. ფორუმი გაიმართება საქართველოს მთავრობის, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსა და კასპიის ევროპული კლუბის მხარდაჭერით.

კასპიის ენერგეტიკის ფორუმს თბილისი-2019 30 ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. მათ შორის არიან საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებების უფროსები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური და საერთაშორისო მისიების, ასევე მსხვილი დიპლომატიური საერთაშორისო კომპანიებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების წარმომადგენლები.

ფორუმზე გაიმართება პლენარული თემატური სესიები. მონაწილეებს ექნებათ დამატებითი შესაძლებლობა იმუშაონ და იკონტაქტონ ყავის შესვენებისა და ბიზნეს-ლანჩის დროს.

„როგორც შეთანხმებულია ქვემო-ქართლის რეგიონის თანამდებობის პირებთან, CEO Lunch Marneuli იქნება ორგანიზებული კასპიის ევროპული კლუბის წევრი კომპანიების ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონში თანამშრომლობით“, - განაცხადა თელმან ალიევმა.

კასპიის ევროპული კლუბი, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყნის 5000-ზე მეტ წევრ კომპანიასა და ორგანიზაციას აერთიანებს, 2002 წლის ივნისში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი კომპანიების მხარდაჭერით დაფუძნდა, რომლებიც კასპიის-შავი ზღვის რეგიონში მუშაობენ, ასევე კასპიის ენერგიის საერთაშორისო მედია ჯგუფის აქტიური ჩართულობით.

მისი აღმატებულება ბატონი ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, არის კასპიის ევროპული კლუბის დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე.