სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით ქვეყანაში 5-ჯერ მეტი ხორცი და ხორცპროდუქტების და 7-ჯერ მეტი კვერცხის განადგურება მოხდა.
სააგენტოს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელს განადგურდა 107 162 კილოგრამი ხორცი და ხორცპროდუქტები. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 25 625 კილოგრამს შეადგენდა.
ამასთან, სურსათის უვნებლობის სააგენტომ შარშან 23 825 კვერცხი გაანადგურა, 2017 წელს - 3 100 ერთეული.
2018 წელს გაიზარდა ასევე განადგურებული თხევადი სურსათის მოცულობაც. კერძოდ, შარშან სააგენტომ 16 645 ლიტრი თხევადი სურსათი გაანადგურა, 2017 წელს 10 325 ლიტრი. თუმცა შემცირდა განადგურებული სხვა მყარი სურსათის მოცულობა, ანუ 2018 წელს განადგურდა 6 903 კილოგრამი, 2017 წელს კი 11 471 კილოგრამი.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2019 წლის 4 თვეში განადგურებულია - სხვა მყარი სურსათი - 1490 კილოგრამი, თხევადი სურსათი - 738 ლიტრი; კვერცხი - 2 135 ცალი; 3 500 კგ-მდე ხორცი და ხორცპროდუქტები.