დავით ნარმანია: ხე-ტყის უკანონო ჭრაზე და მათ ადგილას უკანონო მშენებლობებზე, ყველას მკაცრად მოეთხოვება პასუხი

იქ, სადაც ხე-ტყის უკანონო ჭრას ექნება ადგილი, სადაც მწვანე საფარის ხარჯზე მშენებლობები იქნება წამოწყებული უკანონოდ, თითოეულს მკაცრად მოეთხოვება პასუხი.

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელი თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა ხეების გაჩეხვამ, მწვანე საფარის განადგურებამ და მწვანე საფარის ხარჯზე მშენებლობებმა.

"მინდა დავაფიქსირო ჩემი კატეგორიული პოზიცია, რომ სადაც კი ხე-ტყის უკანონო ჭრას ექნება ადგილი, სადაც კი, მწვანე საფარის ხარჯზე მშენებლობები იქნება წამოწყებული, კანონი იქნება დარღვეული, თითოეულს მკაცრად მოეთხოვება პასუხი. ამიტომაც მე შესაბამის სამსახურებს ზედამხედველობისა და გამწვანების სამსახურების უწყებებს დღესვე მივეცი დავალებები იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქში არსებული მდგომარეობა სწრაფად შევისწავლოთ და კონკრეტულმა პირებმა, ვისი ზედამხედველობაც იყო ამ საქმეში, მათ აგონ პასუხი მკაცრად იმაზე, თუ რატომ არ ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.