უპრეცედენტო ფასდაკლება ბიზნესლიტერატურაზე და სხვა ამბები თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალიდან

„ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ფესტივალზე გამომცემლობა „პალიტრა L“-მა მკითხველებს დიდი ფასდაკლებები და საჩუქრები შესთავაზა.

„პალიტრა L”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ნათია ზაქრაძემ აღნიშნა, რომ ფესტივალი წლიდან წლამდე აქტუალურობას კი არ კარგავს, არამედ პირიქით, იძენს.

„თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე 21 წელია, რაც ტარდება. ეს წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელსაც ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავს. „პალიტრა L”, როგორც ყველაზე დიდი გამომცემლობა საქართველოში, ძალიან დიდი მონდომებით ემზადებოდა წიგნის ფესტივალისთვის. მთავარი ის წიგნებია, რომლებიც სპეციალურად ფესტივალისთვის მომზადდა. ჩვენი სტენდი ყველაზე მრავალფეროვანია და ყველა ინტერესისა თუ გემოვნების მკითხველი აქ საკუთარ ლიტერატურას პოულობს. ჩვენი სტენდი ორ ნაწილად იყოფა: სავაჭრო ზონის წინ შოურუმია, სადაც წარმოდგენილია ცალკეული პროექტების წიგნების ფორმის დიდი თაროები. გვაქვს თინეიჯერული ლიტერატურის პროექტის, „ლიბერთინსის“ სტენდი, ასევე, ბიზნესლიტერატურის სერიის სტენდი - „ლურჯი ოკეანე“, სადაც წიგნები მართლაც უპრენცენდენტო ფასდაკლებითაა წარმოდგენილი.

თქვენი საფესტივალი განრიგის შესადგენად „ბედნიერი საათებიც“ შეგიძლიათ ჩანიშნოთ.

14:00-16:00 საათების შუალედში „ლურჯი ოკეანის“ სიახლეები შეგიძლიათ 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ;

1-ელ ივნისს კი, 14:00-15:00 საათზე „ლურჯი ოკეანის“ ყველა წიგნზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ, სიახლეებს ამ დროსაც 25%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ.

გვაქვს „დიდი წიგნი ბიზნესზე“, „დიდი წიგნი ფილოსოფიაზე“. სერია „მარტივად“, რომელშიც შედის „ბრენდინგი მარტივად“, „პიარი მარტივად“ და ა.შ. ეს ძალიან სქელტანიანი და პრაქტიკული სახელმძღვანელოებია, რომელიც 7 და 7.50 ლარად შეუძლიათ, შეიძინონ. ეს ფასი ჯერ არასდროს დაფიქსირებულა ამ სერიაში.

ამას გარდა, სერია „ლურჯი ოკეანის“ ღონისძიებებიც თბილისის წიგნის ფესტივალზე გადმოინაცვლებს:

1 ივნისს, 14:20 საათზე „მარცხი როგორც სტარტი“, სპიკერი - წიგნის "წარმატების 365 გასაღები" ავტორი, ტრენერი რამაზ გიგაური 2 ივნისი, 15:20 “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ (პრეზენტაცია), სპიკერი - წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, კომპანია "ჯეპრას" დამფუძნებელი, სოსო გალუმაშვილი 2 ივნისი, 15:40 „პირველად იყო რატომ“ (პრეზენტაცია), სპიკერები - წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, კომპანია Prospect-ის დამფუძნებელი, გუგა კობახიძე და წიგნის მთარგმნელი ანა ნემსიწვერიძე

ერთი სიტყვით, „ლურჯი ოკეანე“ არის ის სტენდი, რომელსაც მკითხველები აუცილებლად უნდა ეწვიონ - აღნიშნა ნათია ზაქრაძემ.

მისივე თქმით, „პალიტრა L” გამორჩეული იმით არის, რომ ის მულტიბრენდული კომპანია და უამრავი ცნობილი საერთაშორისო კომპანიის ექსკლუზიური პარტნიორია.

„პალიტრა L“ არის გამომცემლობა, რომელსაც აქვს მსოფლიო მასშტაბის ძალიან მნიშვნელოვანი ბრენდები, როგორიცაა Marvel. ფესტივალზე წარმოგიდგენთ ადამიანი-ობობას, თორის და რკინის კაცის ისტორიებს, ე.წ. storyteller-ებს საკოლექციო ფიგურებთან ერთად; ასევე, „დისნეის“ პარტნიორები“, ყველაზე პატარების საყვარელ „პეპა გოჭზეც“ ლიცენზია ოფიციალურად ჩვენ გვაქვს. რაც შეეხება ავტორებს, ექსკლუზიურად მხოლოდ გამომცემლობა პალიტრა L-ის სტენდთან შეგიძლიათ იპოვოთ ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საყვარელი სტივენ კინგის, ჯ.რ.რ ტოლკინის, ერიხ მარია რემარკის, ელიფ შაფაქის, ტონი მორისონისა თუ ფრედერიკ ბეგბედერის წიგნების თარგმანები - აღნიშნა გამომცემლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა.

„პალიტრა L”-ის წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების ხელმძღვანელმა, თეონა ბერიამ „ბედნიერ საათებზე“ და „პალიტრა L”-ის სხვა შეთავაზებებზეც ისაუბრა.

„გამომცემლობა „პალიტრა L” წარმოდგენილია აბსოლუტურად ყველანაირი ფასით. ფასდაკლებაში გვაქვს ლარიანი, 2, 3, 4 და 5-ლარიანი წიგნები. ამას შემდეგ მოჰყვება 30%-იანი ფასდაკლება, 40%, 50%, 60%, 70%-იანი. ამას გარდა, გვაქვს „აუთლეთიც“, წიგნები მინიმალური წუნით, სადაც შესაძლებელია მაგ. 30 ლარის ღირებულების წიგნი 5-6 ლარად შეიძინო.

საშუალოდ გვაქვს 40-50%-იანი ფასდაკლებები, ხოლო ახალ გამოცემებზე - 25-30%-იანი. წიგნებისთვის, რომლებიც სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოვიდა, გვაქვს 20%-იანი ფასდაკლება და „ბედნიერი საათი“, რომელიც ნიშნავს განსაკუთრებულ, 30%-დან ფასდაკლებებს კონკრეტულ სერიებზე, სიახლეებსა და ბესტსელერებზე“, - აღნიშნა თეონა ბერიამ.

მანვე გამომცემლობის წიგნების სერიებიდან რეკომენდაცია რამდენიმე წიგნს გაუწია.

თინეიჯერებისთვის „ლიბერთინსის“ სერიიდან გამოვყოფდი წიგნს „ყვავების ექვსეული“, ხოლო 8-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის „როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“, რომელმაც თავი ძალიან ცნობილი ანიმაციით შეგვაყვარა, თუმცა ბევრმა არც კი იცის, რომ ცნობილი მულტფილმი სწორედ წიგნის მიხედვითაა გადაღებული. „ლიბერთინსში“ ბედნიერი საათები შაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გვაქვს. რაც შეეხება „ლურჯ ოჯეანეს“, ამ სერიაში შეგვიძლია გამოვყოთ „დიდი წიგნი ბიზნესზე“, რომელიც 50 ლარის ნაცვლად 35 ლარად გვაქვს, რაც წარმოუდგენელი ფასია.

„ყველას, ვისაც ბიზნესი აინტერესებს ვურჩევ, აუცილებლად ისარგებლონ ამ შემოთავაზებით და შეიძინონ ეს წიგნი“, - დასძინა ბერიამ.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 30 მაისს დაიწყო და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. გაიცემა საჩუქრები, მკითხველებს შეუძლიათ, უფასოდ მიიღონ წიგნის ორიგინალური სანიშნეები, მათ შორის მეფეების სელფები ცნობილი პროექტიდან „ისტორიული სელფერი“ თუ სხვა.