350 000 დოლარის ინვესტიცია ამბროლაურში და 14 დასაქმებული - პრემიერი „რაჭული ლორის“ საწარმოში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამბროლაურში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში აშენებული საწარმო „რაჭული ლორი“ დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ინფორმაცია მიიღო განხორციელებული 350 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის შესახებ, საიდანაც 40% - სახელმწიფო გრანტი, 50% - შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 10% - კერძო ინვესტიციაა.

საწარმოს ხელმძღვანელი პირების განმარტებით, გემოვნური თვისებებით გამორჩეული რაჭული ლორის წარმოების ტრადიციული გლეხური მეთოდი თანამედროვე წარმოებაში გადაიტანეს.

საწარმო სხვადასხვა ფუნქციის სივრცეებს მოიცავს, მათ შორის მაცივრებს, საშრობს, ლაბორატორიას და ა.შ. პროდუქტი საბოლოო საბაზრო სახეს ადგილზე იღებს და ვაკუუმის მეთოდით იფუთება. ტრადიციული რაჭული ლორის გარდა, საწარმო მომხმარებელს ძეხვეულსაც სთავაზობს.

საწარმოში 12 ადგილობრივია დასაქმებული.