თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო საქონლის მიწოდება და იმპორტი დღგ-სგან და იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდება

თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება და იმპორტი დღგ-სგან და ასევე, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდება.

ამ მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 3 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტის ავტორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი თავმჯდომარე აკაკი ზოიძეა. პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: - აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი.

მათი განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების მიზანია თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწეველობის ეპიდემიის დაძლევას.

“2018 წლის 1 მაისს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გამკაცრებამ გამოიწვია თამბაქოს კვამლისაგან დახურული სივრცის უპირობო გათავისუფლება. ამ პროცესს თან

სდევს თამბაქოზე თავის დანებების მსურველთა გააქტიურება. ვინაიდან მას ახასიათებს

მკვეთრი ადიქციის (დამოკიდებულების) ჩამოყალიბება, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი გახდეს ის პროდიქცია, რაც ამ თამბაქოზე თავის დანებების ეფექტიან საშუალებებად მიიჩნევა განვითარებულ სამყაროში“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.