ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა

ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ სოფელს მივანიჭეთ ეროვნულ კატეგორია. აქ დავიწყებთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისე, რომ სოფელი შეინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რაჭაში, სოფელ გოგოლათში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური დაწრმუნებულია, რომ სოფელი გოგოლათი ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდება.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ,რომ შევძელით რაჭაში ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა.უკვე 160 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს აქ და ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ სოფელს მივანიჭეთ ეროვნულ კატეგორიას, დავიწყებთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისე, რომ სოფელი შეინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს უნიკალური კულტურა, ტრადიციები, არქიტექტურა შევუნახოთ არამხოლოდ ჩვენს მომავალ თაობებს, არამედ შევინახოთ შემდეგი საუკუნეების განმავლობაში. ამ სილამაზეს აქვს რამდენიმე საუკუნის ისტორია და ჩვენი ვალდებულებაა ის შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, რომ სოფელი გოგოლათი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქცია არამხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოში“,- განაცხადა ბახტაძემ.