რას ცვლის Apple და რაზე იტყვის ის უარს

კორპორაცია Apple-მა მსოფლიო დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენციაზე (Worldwide Developers Conference, WWDC) iOS ოპერატიული სისტემის განახლება და რამდენიმე სხვა სიახლე წარადგინა.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ექსპერტი მარკ გურმანი, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა, აცხადებს, რომ სან-ხოისეში გამარტულ კონფერენციაზე Apple-ის ხელმძღვანელობამ ოპერატიული სისტემის განახლებისას, რომელსაც რიგითობით ნომერ 13 მიენიჭა, მის მთავარ გამორჩეულოაბზე ისაუბრა. ეს არის მისი გაფორმების მუქი ფერთა გამა.

კომპანიაში ყურადღებას გაამახვილებენ ჭკვიან საათებზე - Apple Watch, რომელიც ექსპერტის განცხადებით უფრო ნაკლებად გახდება დამოკიდებული iPhone-ზე. იგივე მიდგომა იქნება გამოყენებული iPad პლანშეტებთან, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია ბოლოს და ბოლოს მიიღებენ ნოუთბუქებისა და პერსონალური კომპიუტერების ჩამნაცვლებლის სრულფასოვან სტატუსს.

მნიშვნელოვანი სიახლე შესაძლოა, გახდეს კომპანიის გადაწყვეტილება უარი თქვას კომპიუტერულ პროგრამაზე iTunes. ის დიდი ხნის განმავლობაში აუცილებელი იყო Apple-ის მობილური ტექნიკის სინქრონიზაციისთვის კომპიუტერთან.

კოკა კვირკველია