ხანდახან ისეც ხდება რომ წინააღმდეგობას პოლიტიკური სარჩული აქვს და ეს არამარტო საქართველოშია ასე,- ამის შესახებ თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი აცხადებს გადაცემა „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, არ არსებობს ოქროს წესი, რომელიც ყველგან ერთაირად მოქმედებს.
„არსებობს სოფლები, რომლის მაცხოვრებლებსაც არ სურთ არანაირი სარგებლის მიღება და არ ყიდიან, ასე რომ ვთქვათ, არანაირ ფასად იმ ბუნებას, რომელიც მათ წინაპრებისგან ერგოთ. ვერცერთი პროექტი ვერ იქნება წარმატებული და განხორციელებადი, ხალხის ჩართულობის გარეშე. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი სწორი დაგეგმვა და მოლაპარაკებების სწორად წარმართვა. ხანდახან ისეც ხდება, რომ წინააღმდეგობას პოლიტიკური სარჩული აქვს და ეს არამარტო საქართველოშია ასე. ძალიან მნიშნელოვანია განისაზღვროს თუ რა რაოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს ქვეყანა, შემდეგ კი მოხდეს მისი დისტრიბუცია, მას ჯიბეში ხომ ვერ ჩაიდებ. ასევე აუცილებელია მოხდეს ელექტროენერგიის სწორი განაწილება და რაც მთავარია, არსებობდეს მიკრო ჰესები, რომლებიც ლოკალურად, თუნდაც ისეთ ლოკაციებს მოამარაგებს, როგორიცაა ხევსურეთი“,- აცხადებს ელჩი.