აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა განკარგულებამ, მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო ტარიფის 5%-იანი ზრდის შესახებ, შესაძლოა, მექსიკაში მდებარე გერმანული ავოტკონცენრის BMW-ს მილიარდიანი ქარხანა დააზარალოს. ქარხანა ამ კვირაში იხსნება.
ქალაქ სან ლუის პოტოსიში მდებარე ქარხანაში კომპანია აპირებს 3-series სედანების წარმოებას, რომელთა უმეტესობა სწორედ აშშ-ის ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ტრამპის პოლიტიკა კი მის პროდუქციაზე ფასების ზრდას და ამ ყველაზე გაყიდვადი მოდელისთვის პრობლემებს ნიშნავს.
აშკარაა, რომ კომპანია არც კი ფიქრობდა მოვლენების ასეთ განვითარებაზე, როცა ამ ქარხნის მშენებლობა დაიწყო. პირიქით, მისი არჩევანი განპირობებული იყო იაფი მუშახელით და შედეგად, მეტი მოგების ნახვით. ახლა კი უკვე ცნობილია, რომ ტრამპის ტარიფები 10 ივნისიდან ამოქმედდება.
ცნობისათვის, კომპანიის მექსიკის ქარხანაზე BMW-ს ჩრდილო-ამერიკული წარმოების მეხუთედი მოვა. ამ დროისთვის BMW ჩრდილოეთ ამერიკაში ავტომობილებს სამხრეთ კაროლინას შტატში აწარმოებს.