საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რუსთავში გაზგამანაწილებელ ახალ სადგურს აშენებს.
როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან იუწყებიან, გაზგამანაწილებელ სადგურს, ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია Forain Srl აშენებს.
ახალი სადგური ქალაქ რუსთავის მოსახლეობისა და იქ არსებული სხვა მსხვილი მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების, უწყვეტობის და საიმედოობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
რუსთავის ახალი გაზგამანაწილებელი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება გაზის განაწილების, ფილტრაციის და რედუცირების საკითხებიც.
რუსთავში გაზგამანაწილებელი ახალი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.