თუშეთის გზაზე, ხელოვნურად დაგუბებულ ტბასთან ტრანსპორტის მოძრაობა შეუძლებელია. მიზეზი მდინარე სტორის ადიდება გახდა, წყალმა სამანქანე გზა დაფარა.
ახმეტის მერის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. მისივე განმარტებით, დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკითხთან დაკავშირებით თათბირი გაიმართება.
„თუშეთის გზის 56-ე კილომეტრი წყლით არის დაფარული, მთაში თოვლის დნობის პროცესია და მდინარეებში წყლის დონემ იმატა. თუმცა სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ვიცი, რომ საკითხთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროში თათბირია დანიშნული. სტიქიის შემდეგ თითქმის სრულად იყო გაწმედითი სამუშაოები დასრულებული, თუმცა წყალმა კვლავ პრობლემები შექმნა", -განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.
ამასათან, ხვალ ქვემო და ზემო ალვანის მოსახლეობა, თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნით აქციას გამართავს.