აუზი ჯიქიაზე ერთი წლით დაიხურა

აუზი ჯიქიაზე ერთი წლით დაიხურა. როგორც საცურაო კომპლექსის მფლობელმა სოფო პეტრიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია, 2020 წლიდან კი მომხმარებლებს სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ.

რაც შეეხება სიახლეებს სერვისების მიმართულებით, სოფო პეტრიაშვილის ინფორმაციით, საბოლოო კონცეფცია ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, აუზს სპორტ-კომპლექსი დაემატება.

„ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და წელს აუზი ჯიქიაზე არ იმუშავებს. 2020 წლისთვის კი მომხმარებლებს სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ. რაც შეეხება სხვა სიახლეებს, ამ ეტაპზე, ჯერ საბოლოო კონცეფციაზე არ ჩამოვყალიბებულვათ, თუმცა, სავარაუდოდ, სპორტული დარბაზი დაემატება“,- განაცხადა სოფო პეტრიაშვილმა.

ნინი ქეთელაური