„ბოინგის“ მოდელებში „737NG“ და „737 Max“ წუნდებული დეტალები აღმოაჩინეს

კომპანია „ბოინგმა“ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველოს აცნობა, რომ აღმოაჩინეს წუნდებული დეტალი - ფრთის წინა, მოძრავი ნაწილის მიმართულების ფირფიტები, რომლებიც შესაძლოა, დაყენებული იყოს ზემოხსენებული მოდელების 300-ზე მეტ თვითმფრინავზე. გაირკვა, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ 148 წუნდებული დეტალი მიაწოდა „ბოინგს“, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოვარდნას ვერ გამოიწვევს, მაგრამ შესაძლოა, საჰაერო ლაინერები დააზიანოს.

სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ „ბოინგს“ დაავალა 10 დღეში დააზუსტოს საეჭვო თვითმფრინავების ნომრები და შეცვალოს დეტალები. ეს ცნობა გადაეცათ სხვა სახელმწიფოების ანალოგიურ უწყებებსაც.

სწორედ ამ მოდელის იყო ის ორი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოვარდა 2018 წლის ოქტომბერში ინდონეზიაში და 2019 წლის მარტში ეთიოპიაში.