ირინა მილორავა - ელექტროენერგიის კუთხით იმპორტდამოკიდებულება იზრდება

ელექტროენერგიის კუთხით იმპორტდამოკიდებულება იზრდება, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირინა მილორავას განცხადებით, ძირითადი აქცენტი ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით ქვეყანაში იმპორტის წილის ზრდაზე გაკეთდება. მილორავა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია იმპორტდამოკიდებულების ზრდის ტენდენცია შემცირდეს.

„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის იმპორტდამოკიდებულების ზრდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში იმპორტი არის გაზრდილი თითქმის სამჯერ. ეს დამოკიდებულება ცალსახად უნდა შემცირდეს და ეს უნდა შემცირდეს ადგილობრივი გენერაციის განვითარების ხარჯზე. ადგილობრივი გენერაცია სამწუხაროდ არ ვითარდება იმ ტემპით, რა ტემპითაც იზრდება მოხმარება. შესაბამისად, მომდევნო წლებში ეს უნდა იყოს სექტორისთვის მთავარი გამოწვევა", - განაცხადა ირინა მილორავამ.