ილონ მასკმა Tesla Pickup-ის ფასი გამოაცხადა

კომპანია Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სერიული წარმოებისთვის გამზადებული მოდელის, Pickup-ის ფასი გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის გაყიდვები 2021 წლამდე არ დაიწყება, ილონ მასკის თქმით, მისი ფასი 50 ათას დოლარზე ნაკლები იქნება.

„დაახლოებით, 49 ათასი დოლარი. ამაზე ნაკლებ ფასად ის სასურველი ვერ გახდება. იყო ვერსიები, რომ ის უფრო ძვირად შეგვეფასებინა, მაგრამ ჩვენ მისი გაყიდვა გვინდა, თქვენ კი მისი შეძენა უნდა შეძლოთ. 49 ათასად, ან ნაკლებად, ნამდვილად შესანიშნავ პიკაპს შეიძენთ“ - განაცხადა მასკმა Ride The Lighting Podcast-ში ინტერვიუს დროს.

ამავე ინტერვიუში მან ავტომობილის დიზაინზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ყველა მათი მოდელისგან განსხვავებული ვიზუალის იქნება. შესაბამისად, ამ დრომდე გავრცელებული ყველა ფოტო წარმოადგენს რენდერს.

კოკა კვირკველია