დავით ჭიჭინაძე - პენსიის ოცი ლარით გაზრდაზე საუბარი დღეს ძალიან უხერხულია

პენსიის ოცი ლარით გაზრდაზე საუბარი დღეს ძალიან უხერხულია. იმიტომ, რომ ამაზე „ქართული ოცნება“ მას მერე საუბრობს, რაც ჩვენ 2016 წელს არჩევნებში გავიმარჯვეთ, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომელიც პრემიერის ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა.

„ანუ, თუ ბიუჯეტში იმ ხვრელებს დაიჭერენ, სადაც ასეულობით მილიონი ქრება, მე ვფიქრობ, უფრო მეტი საშუალება იქნება. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრს, ალბათ, გაცილებით მეტი ძალისხმევა მართებდა, იმისთვის, რომ ცოტა გადაეხედათ ბიუჯეტში შემოსავლებისთვის და მოსახლეობისთვის არა მხოლოდ ოცი ლარით გაეზარდათ პენსია, არამედ თუნდაც იმის დაბალანსება მაინც მოეხდინათ, რაც საბოლოო ჯამში იმ გაძვირებამ გამოიწვია, რაც დღეს ქვეყანაში ლარის კურსის გამოა. მით უმეტეს, რომ 2016 წლის შემდეგ ქვეყანაში ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.