ქუთაისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. დაშავებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.