ჩემი ცალკეული განცხადებები ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, - ამის შესახებ ავსტრიის ელჩის არად ბენკოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ავსტრიის დიპლომატიურ წარმომადგენლობის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“ გავრცელდა.
„30 მაისს „ტვ პირველმა“ საქართველოში ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით რამდენიმე ელჩთან საათნახევრიანი ინტერვიუ ჩაწერა. პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცალკეული განცხადებები, რომელიც მე მეკუთვნის, საქართველოს აკრიტიკებდა.
ფაქტობრივად, ისინი ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, ინტერვიუსი, რომელმაც ხაზი გაუსვა ფართო შესაძლებლობებს და განიხილა გამოწვევები ინვესტიციებთან დაკავშირებით, მათ შორის ენერგო და ტურიზმის სექტორში, სფეროებში, რომლებშიც ავსტრია ძალიან აქტიურია საქართველოში. ნება მიბოძეთ, გავიმეორო, რომ მე ნათლად აღვნიშნე ინტერვიუში, რომ კორუფცია არის დაბალი და კანონის უზენაესობა საქართველოში არის გარანტირებული. მე ასევე ხაზი გავუსვი იმას, რომ საქართველო არის მიმზიდველი ჰაბი მთელი სამხრეთ კავკასიისთვის. ავსტრიულ კომპანიებს აქვთ სურვილი, რომ საქართველოში ინვესტიცია ჩადონ და სავაჭრო მისიების გაზრდილი რიცხვი და ვაჭრობის მოცულობის გაფართოვება ამის შთამბეჭდავი ინდიკატორია. თუმცა, პოტენციალი არ არის გამოყენებული და ორივე - საქართველო და ავსტრია მუშაობენ აქტიურად, რათა ბიზნესპარტიონერები ერთად შეკრიბონ. პოლიტიკური გარემოს ახსნისას იყო გამოყენებული ცალკეული მოსაზრებები, რომლებიც შეიძლება არასწორად იქნას ინტერპრეტირებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავსტრიელის დიპლომატი ხაზს უსვამს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.
„ავსტრია ამაყობს იმით, რომ მხარს უჭერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ევროკავშირის ე.წ „ტვინინგის“ ინსტრუმენტით. სახელმწიფო შესყიდვების არსებული სისტემა სრულად ოპერაციულია, თუმცა, ე.წ ტვინინგის პროექტის მიზანია, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიაში მოიყვანოს.
საერთო შეფასება შესანიშნავი ორმხრივი კავშირების შესახებ: ევროპაში მეგობრებსა და პარტნიორებს შორის ჩვენ ვსაუბრობთ ლოიალური ტერმინებით და ავსტრია იყო და რჩება საქართველოს დამხმარედ თავის ევროპულ გზაზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ მჭიდროდ ყველა სფეროში“, - აღნიშნულია განცხადებაში.