2019 წლიდან საქართველოში ყველაზე დიდი სადღესასწაულო აქსესუარების მაღაზია-MyDay საქართველოში ოპერირებას გააგრძელებს AMSCAN-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სახელით. MyDay ბაზარზე 2017 წლის 12 ივლისს გამოჩნდა და დღეისათვის 4000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს მომხმარებლებს, მათ შორის დისნეის, მარველისა და DC კომიქსის ლიცენზირებულ პროდუქციას.
პროდუქცია იმპორტირებულია ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპიდან და აკმაყოფილებს ყველა საჭირო ხარისხის ნორმასა და რეგულაციას.
სადღესასწაულო აქსესუარების ინდუსტრიის ანგარიშები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯამში, დაახლოებით 5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 4,3%-ია.
დღეისათვის, ამ სფეროში ყველაზე მსხვილი ჰოლდინს Amscan Holding-ი წარმოადგენს, რომელიც 1947 წელს დაარსდა. ამერიკულ-სკანდინავიური ჰოლდინგის შემადგენლობაშია 70 წლიანი ისტორიის მქონე სადღესასწაულო აქსესუარების ქსელი Party City, 900-მდე მაღაზიით აშშ-ში.
Amscan Holding-ი სხვა მრავალთან ერთად, აერთიანებს მსოფლიოში ცნობილ ფოლგირებული ბუშტების მწარმოებელ ბრენდ Anagram-საც, რომელიც საქართველოში MyDay-ს მაღაზიაშია ხელმისაწვდომი.
2019 წლის 12 ივლისს დაგეგმილია MyDay-ს განახლებული 300 კვ/მ მაღაზიის გახსნა Amscan-ის გაიდლაინებით იმავე ლოკაციაზე (ჭავჭავაძის 37 ლ, სავაჭრო ცენტრი ჰოუმმარტის მე-2 სართული)