ბინები თბილისში ყველაზე ექსკლუზიურ მისამართზე – გაყიდვები დაწყებულია!

გამწვანებულ გარემოში და სუფთა ჰაერზე ცხოვრება სულ უფრო მეტი ადამიანის ოცნება ხდება.

ქალაქიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსი Tbilisi hills golf & residences შენდება. ეს ამიერკავკასიაში ერთადერთი კომპლექსია, რომლის ტერიტორიაზეც 18-ფოსოიანი, საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი გოლფის მოედანია განთავსებული, რაც თავისთავად კიდევ უფრო მეტ სიმწვანეს გულისხმობს.

ველური ბუნების სიახლოვეს, ტყით შემოფარგლულ ტერიტორიაზე და რაც მთავარია, სუფთა ჰაერზე, საცხოვრებელი კომპლექსის გარდა, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი აშენდება – საბავშვო ბაღი, სკოლა, მარკეტები, სპა ცენტრი და ასე შემდეგ.

მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. გაყიდვები 1 მაისს დაიწყო და ბინების 35% უკვე გაყიდულია. “ასეთ შედეგს, ასე სწრაფად არ ველოდით. სულ რამდენიმე დღეში ბინების 20% გაიყიდა. ძირითადად მოთხოვნა დიდი ფართის ბინებზეა.” აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი და Skinest Air-ის დამფუძნებელი ანასტასია უდალოვა.

4-სართულიან შენობაში 70-დან 200 კვ.მ.-მდე, სულ 54 ბინა განთავსდება. ყველა ბინა გამჭოლია, დიდი ტერასებითა და ვიტრაჟებით.

ბინებიდან არაჩვეულებრივი ხედები იშლება თბილისსა და შავნაბადას მონასტერზე.

Tbilisi hills golf & residences თიბისი ბანკთან თანამშრომლობს. ორი კომპანიის მემორანდუმის ფარგლებში საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული კომპლექსის 2 ფაზის მშენებლობა უკვე დაფინანსდა.

გარდა კორპორატიული საბანკო მომსახურებისა, ბანკი მხარს უჭერს დეველოპერულ კომპანიას კონსულტაციების კუთხითაც.

კორპორატიული საბანკო მომსახურების პარალელურად, თიბისი Tbilisi hills golf & residences -ს იპოთეკური ცენტრის მომსახურებასაც სთავაზობს. ექსკლუზიურად თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის Tbilisi hills golf & residences -ის ვილებზე და აპარტამენტებზე ფასდაკლება გავრცელდება, განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს, როგორც იპოთეკურ სესხებზე, ასევე ერთიანად გადახდის შემთხვევაში.

„მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა საზოგადოებას ჩვენი პარტნიორობის შესახებ ვაუწყოთ. თიბისი ბანკი თავისი კორპორატიული მომსახურებით მხარში უდგას Tbilisi hills golf & residences -ს. დღეიდან კი, თიბისის მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება ექსკლუზიურ ფასად შეიძინონ საცხოვრებელი ჩვენს უნიკალურ კომპლექსში,“ - განაცხადა სეზონის გახსნის ღონისძიებაზე „AS Skinest Group”-ის და თბილისი ჰილსის მმართველმა და მთავარმა დამფუძნებელმა ოლეგ ოსინოვსკიმ.

მშენებლობა უმაღლესი ხარისხის ქართული და ევროპული მასალების გამოყენებით მიმდინარეობს. რაც ყველაზე მთავარია უპირატესობა ბუნებრივ მასალებს ენიჭება. თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის პროექტი ესტონელებს ეკუთვნის. კომპლექსის მშენებლობისას ასევე გათვალისწინებულია ენერგოეფექტური მასალების გამოყენება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც კომუნალური ხარჯების შემცირების კუთხით ასევე ეკოლოგიაზე ზრუნვის მიმართულებითაც.

პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულება 2020 წლის მარტში იგეგმება.