აშშ-ის ხელისუფლება Amazon-ის, Apple-ს, Facebook-ის და Google-ის წინააღმდეგ მასშტაბურ გამოძიებას იწყებს. საქმე ეხება, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობისას უფლებამოსილებები გაიყოფა ფედერალურ სავაჭრო კომისიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის. პირველად Amazon-ს და Facebook-ს შეისწავლის, შემდეგ კი Apple-ს და Google-ს.
ამავდროულად, ამ გამოძიებების პარალელურად საკუთარ საგამოძიებო გუნდს ქმნის კონგრესი წარმომადგენელთა პალატაში. მათი ძიების საგანი ამავე კომპანიებში დაახლოებით იგივე მიმართულებაა, ისინი აპირებენ გაიგონ, ხომ არ გახდნენ ეს კომპანიები ნამდვილი ტექნოლოგიური გიგანტები და ძალიან გავლენიანები და შედეგად ხომ არ ემუქრებიან კეთილსინდისიერ კონკურენციასა და ინტერნეტ მომხმარებლების ინტერესებს.