პომპეო ევროპას  ენერგეტიკული ბაზის რუსეთზე დამოკიდებულების გარეშე შექმნას ურჩევს

აშშ-ში იმედოვნებენ, რომ ევროპული ქვეყნები დაიწყებენ საკუთარი ენერგეტიკული ბაზების შექმნას რუსეთზე დამოკიდებულების გარეშე. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამის შესახებ ტელეკომპანია RTL-თან ინტერვიუში განაცხადა. ასე უპასუხა მან შეკითხვას პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის რისკებთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნებისთვის.

„ჩვენ შტატებში უბრალოდ, ვიმედოვნებთ, რომ ევროპა მთელი სერიოზულობით მოეკიდება უსაფრთხო ენერგეტიკული ბაზის შექმნასა და მიმწოდებლების დივერსიფიცირების საკითხს, რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად“, - განაცხადა პომპეომ, რომელიც იმყოფება ჰააგაში გლობალურ სამიტზე.

მაიკ პომპეომ ამავე ინტერვიუში დასძინა, რომ „მათ კარგად იციან რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობის ისტორიაზე და დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი კონფლიქტის შემთხვევაში სულ უფრო გაზრდის წნეხს, რათა ევროპა შებოჭოს გადაწყვეტილებების მიღებისას. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

კოკა კვირკველია