ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებების განახლებისაკენ მოუწოდა, რათა მოგვარდეს უთანხმოება ორ სახელმწიფოს შორის. ამ ცნობას „როიტერი“ ავრცელებს.
„სავაჭრო მოლაპარაკებებში მიღებულია ცვლილებების შეტანა და ახალი წინადადების წარმოდგენა“, - აღნიშნულია ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც გავრცელდა აშშ-ის მთავრობის კომენტარის პასუხად.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ განაცხადა, რომ ჩინეთი ბრალდებების წამოყენებით არის დაკავებული.