23 ივნისს, სიღნაღი-ანაგას მონაკვეთზე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის კმ16-კმ21 (ქ.სიღნაღი - სოფ.ანაგა) მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, „თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაციის“ ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის და შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.